იურიდიული ინფორმაცია
წესები და პირობები
ბოლო განახლება: 20-07-2026
წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს Gandagana Roleplay-ს (შემდგომში "პროექტი", "სერვერი" ან "ჩვენ") ვებ-გვერდითა და თამაშით სარგებლობის წესებს. რეგისტრაციის გავლით და სერვერზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას.
01
ზოგადი დებულებები
- მომხმარებელი ვალდებულია პატივი სცეს სერვერის ადმინისტრაციას და სხვა მოთამაშეებს.
- ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს წინამდებარე წესები.
- სერვერზე თამაში არის პრივილეგია და არა უფლება. ადმინისტრაციას შეუძლია შეგიზღუდოთ წვდომა პროექტზე წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში.
02
ანგარიში და უსაფრთხოება
- თქვენი ანგარიშის (Account) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ სრულად თქვენ.
- მკაცრად აკრძალულია ანგარიშის გაყიდვა, გაჩუქება ან სხვა პირისთვის დროებითი სარგებლობის მიზნით გადაცემა.
- პროექტი არ აგებს პასუხს დაკარგულ ქონებაზე, თუ ეს გამოწვეულია მომხმარებლის მიერ პაროლის ან სხვა სენსიტიური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემით.
03
შესყიდვები და დონაცია
- ვირტუალური ვალუტა (Coins) და პრემიუმ პაკეტები განიხილება როგორც ნებაყოფლობითი შემოწირულობა (Donation) სერვერის განვითარებისთვის.
- გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება (No Refunds). გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკური შეცდომის შემთხვევები პროექტის მხრიდან.
- თამაშში არსებული ვირტუალური ვალუტის რეალურ ფულზე გაყიდვა (RMT - Real Money Trading) გამოიწვევს ანგარიშის სამუდამო ბლოკირებას.
04
აკრძალული პროგრამები (Cheats)
- ნებისმიერი სახის მესამე მხარის პროგრამის (Cheats, Mod Menus, Macro) გამოყენება, რომელიც მოთამაშეს ანიჭებს უპირატესობას, ისჯება მუდმივი ბანით (Permanent Ban).
- თამაშში არსებული "ბაგების" (Bugs/Exploits) პირადი გამორჩენის მიზნით გამოყენება აკრძალულია.
Roleplay წესების სრული ჩამონათვალისთვის ეწვიეთ ჩვენს Discord სერვერს.